საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, დღეს, 21 სექტემბერს, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა და ეროვნული ბანკის საკითხი განიხილა.
საქართველოს პრეზიდენტი დღეს ასევე შეხვდა ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის ელჩებსა და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს.
ადმინისტრაციის ცნობით, ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე ფინანსური სანქციებისა და ეროვნული ბანკის საკითხი განიხილეს.