ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ყარაბაღში ისევ სროლებია – CivilNet

21 სექტემბერი, 2023 • 1764
ყარაბაღში ისევ სროლებია – CivilNet

სომხური საინფორმაციო პორტალი CivilNet დღეს, 21 სექტემბერს, სტეპანაკერტში სროლების შესახებ ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემის ინფორმაციითვე, მოსახლეობა თავს სარდაფებში აფარებს.

აღნიშნულ ინფორმაციაზე კომენტარი გააკეთეს ბაქოში, სადაც განაცხადეს, რომ სტეპანაკერტის დაბომბვის შესახებ ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.

მთიანი ყარაბაღის იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ამ ეტაპზე აზერბაიჯანული მხარე არ აკონტროლებდა, აზერბაიჯანმა “ანტიტერორისტულ ოპერაციის” მოტივით 19 სექტემბერს შეტევა დაიწყო. დე ფაქტო რესპუბლიკის ცნობით, დაღუპულია, სულ მცირე, 200 ადამიანი, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობა, და დაჭრილია 400-ზე მეტი მოქალაქე. 20 სექტემბერს დე ფაქტო ყარაბაღის რესპუბლიკამ მიიღო რუსი მშვიდობისმყოფელების წინადადება ცეცხლის შეწყვეტასა და საბრძოლო შენაერთების განიარაღებაზე, რაც ბაქომ აზერბაიჯანის მორიგ ტრიუმფად და ყარაბაღის კაპიტულაციად გამოაცხადა და ამასთან, ყარაბაღელი სომხების რეინტეგრაციის გეგმასა და მშვიდობიან თანაცხოვრებაზე დაიწყო საუბარი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი