ახალი ამბები

ლიტერატურული პრემია „საბას“ 2023 წლის გამარჯვებულები ცნობილია

20 სექტემბერი, 2023 • 1079
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2023 წლის გამარჯვებულები ცნობილია

ლიტერატურული პრემია „საბას“ 2023 წლის გამარჯვებულები გამოვლინდა. ეს ლიტერატურული პრემიის რიგით 21-ე დაჯილდოებაა.

გთავაზობთ გამარჯვებულთა სიას:

  • წლის საუკეთესო რომანი – ზაზა ბურჭულაძის “ვარდის სურნელი”
  • წლის საუკეთესო რომანი – ივა ფეზუაშვილის “მასკარაფონე”
  • წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი – გოგა ქობალიას “ჩემი ყანა გადაიქცა მერცხლად”
  • წლის საუკეთესო პიესა – ვალერი ოთხოზორიას “წმინდა ნაწილები”
  • მკითხველის “საბა” – გოდე გორგილაძის “რიო-დე-ჟანეიროს ხელმწიფე”
  • წლის საუკეთესო კრიტიკა – ნანა აბულაძის “ორივე სქესი”
  • წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა – თეიმურაზ დოიაშვილი და ნათია სიხარულიძე “გალაკტიონი უცენზუროდ”
  • წლის საუკეთესო ქართული თარგმანი – გიორგი ხულორდავა აბდ ორ-რაჰმან ჯამის “ბაჰარესთანის” თარგმანისთვის.
  • წლის საუკეთესო ქართული თარგმანი – დოდო ყვავილაშვილი ხორხე ლუის ბორხესის “ფიქციების” თარგმანისთვის.
  • საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექსია ქართულ ლიტერატურაში – ელზა გურგენიძის “ზაოდი”
  • საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექსია ქართულ ლიტერატურაში – ლევან ბერძენიშვილის “1921-1990 ერთი კაცის და ქვეყნის ამბავი”
  • წლის საუკეთესო პროზაული კრებული – ლუკა ბაქანიძის “რომელი ხარ სარდაფსა შინა”
  • წლის საუკეთესო პოეტური კრებული – დათო ქარდავას “მეორადი ჰომეროსი”
  • წლის საუკეთესო პოეტური კრებული – ნინი ელიაშვილის “სხვა სახელი მოუხდებოდა”.
  • ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ლიტერატურული პრემია “საბა” 2023 გადაეცა ელზა ახვლედიანს.
  • თანამედროვე ქართული ლიტერატურული პროცესების ხელშეწყობისა და განვითარებისთვის ლიტერატურული პრემია “საბა” 2023 გადაეცა ნატა ლომოურს

მასალების გადაბეჭდვის წესი