პრემია „საბას“ ჟიურიმ ნომინაცია „საუკეთესო ქართული თარგმანის“ 2020 წლის ფინალისტები დაასახელა.
91 საკონკურსო წიგნიდან 12 ფინალისტი გამოვლინდა.
2020 წელს საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს ჟიური 9 ნომინაციაში გამოავლენს. ფინალისტების სია უკვე ცნობილია 8 ნომინაციაში, ხოლო ნომინაცია „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ – გამარჯვებული, ტრადიციულად, უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიაზე გახდება ცნობილი.
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2020 წლის „საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები:
- დოდო ყვავილაშვილი, მარიო ვარგას ლიოსას „ბოლო ჟამის ომი“ (სულაკაურის გამომცემლობა)
- ელზა ახვლედიანი, ემა ვიგოდსკაიას „ალჟირელ მეკობრეთა ტყვე: მიგელ დე სერვანტესის არაჩვეულებრივი თავგადასავალი“ (არტანუჯი)
- ხათუნა ცხადაძე, მელანია მაცუკოს „ვიტა“ (სულაკაურის გამომცემლობა)
- ზაზა ჭილაძე, უილიამ ფოლკნერის „დაუმარცხებლები“ (არტანუჯი)
- თამარ ლომიძე, აირის მერდოკის „შავი პრინცი“ (დიოგენე)
- თამარ კოტრიკაძე, ჩარლზ დიკენსის „დიდი იმედები“ (წიგნები ბათუმში)
- თამარ ჯაფარიძე, ჯუნოუ დიაზის „ოსკარ უაოს ხანმოკლე და უჩვეულო ცხოვრება“ (პალიტრა L)
- მანანა ღარიბაშვილი, პუბლიუს ვერგილიუს მარონის „ბუკოლიკური პოეზია (ეკლოგები)“ (არტანუჯი)
- თაკო ჭილაძე, თომას ვულფის „შინ ვეღარასოდეს დაბრუნდები“ (არტანუჯი)
- რუსუდან ღვინეფაძე, ჰერმან ბროხის „ვერგილიუსის სიკვდილი“ (ალეფი)
- გურამი ღონღაძე, ჯეიმს ბალარდის „ცათამბჯენი“ (სულაკაურის გამომცემლობა)
- თინა ღარიბაშვილი, მიშელ ტურნიეს „მეტეორები“ (ალეფი)
ყოველწლიური ლიტერატურული კონკურსი „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს „საბას“ კონკურსი მეთვრამეტედ ტარდება.