ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსეთის საელჩოსთან აქციის გამო მოსკოვმა სომხეთს ნოტა გაუგზავნა

20 სექტემბერი, 2023 • 2668
რუსეთის საელჩოსთან აქციის გამო მოსკოვმა სომხეთს ნოტა გაუგზავნა

სომხეთში რუსეთის დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა გაუგზავნა, სადაც ზომების მიღებას ითხოვს. ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო TASS რუსეთის საელჩოზე დაყრდნობით იუწყება.

რუსეთის საელჩოსთან ერევანში სომხეთის მოქალაქეები შეიკრიბნენ, რომლებიც მთიან ყარაბაღში შექმნილი სიტუაციის გამო რუსი სამშვიდობოებისგან ქმედით ნაბიჯებს მოითხოვენ. აქციაზე გამომსვლელისგან გაისმა ფრაზა Лавров – сука! რასაც სხვა მონაწილეებისგან მოჰყვა Путин – хуйло!

“ყურადღება მივაქციეთ ინტერნეტ ქსელში გავრცელებულ მოწოდებებს სომხეთში რუსეთის საელჩოს შენობასთან საპროტესტო აქციის გამართვის შესახებ. მათი გავრცელების შემდეგ დიპლომატიური მისია ჯერ ნაწილობრივ, შემდეგ კი მთლიანად დაიბლოკა. მისი ფუნქციონირება კვლავ შეუძლებელია. ვართ მუდმივ კონტაქტში სომხეთის შესაბამის უწყებებთან. გაიგზავნა ნოტა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ზომების მიღების მიზნით”, – ნათქვამია რუსული მხარის განცხადებაში.

photo: civilnet.am

photo: civilnet.am

მასალების გადაბეჭდვის წესი