ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ყარაბაღში დაღუპულთა რიცხვი 5-მდე, დაჭრილთა – 80-მდე გაიზარდა – სტეპანაკერტი

19 სექტემბერი, 2023 • 1178
ყარაბაღში დაღუპულთა რიცხვი 5-მდე, დაჭრილთა – 80-მდე გაიზარდა – სტეპანაკერტი

მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის საჰაერო დარტყმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 5-მდე, დაჭრილთა – 80-მდე გაიზარდა.

აქამდე არსებული ინფორმაციით, დაღუპულთაგან ერთი ბავშვია.

აზერბაიჯანი აცხადებს, რომ არ შეწყვეტს ყარაბაღში დაწყებულ „ანტიტერორისტულ ოპერაციას“ მანამ, სანამ დე ფაქტო ყარაბაღის რესპუბლიკის მთავრობა თვითდათხოვნის შესახებ არ გამოაცხადებს, ხოლო „უკანონო შეიარაღებული ფორმირებები“ იარაღს არ დაყრიან.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დღეს, 19 სექტემბერს, მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის მიერ დაწყებული საბრძოლო მოქმედებების გამო, რომელსაც ბაქო ანტიტერორისტულ ზომებს უწოდებს, უშიშროების საბჭოს სხდომა მიიწვია.

მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე, რომელსაც ამ ეტაპზე აზერბაიჯანული მხარე არ აკონტროლებს, აზერბაიჯანმა შეტევა დაიწყო. ბაქოს ცნობით, ის ანტიტერორისტულ ოპერაციას ატარებს.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მისი მიზანი მშვიდობიანი მოქალაქეები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა არაა და მხოლოდ სამხედრო ობიექტებს უტევს, თუმცა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომასალებში ჩანს, რომ ჭურვები საცხოვრებელ კორპუსებს მოხვდა და დააზიანა. ამ ეტაპზე ყარაბაღში მსხვერპლზე ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუმცა ინფორმაცია ვრცელდება დაჭრილებზე, მათ შორის, ბავშვებზე.

“საჰაერო დარტყმების გამო ჩაირთო სირენები, მოსახლეობა სარდაფებში იმალება” – რა ხდება სტეპანაკერტში

მასალების გადაბეჭდვის წესი