ახალი ამბები

რაზე ისაუბრეს ირაკლი ღარიბაშვილმა და შარლ მიშელმა ნიუ-იორკში

19 სექტემბერი, 2023 • 1382
რაზე ისაუბრეს ირაკლი ღარიბაშვილმა და შარლ მიშელმა ნიუ-იორკში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნიუ-იორკში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა.

მთავრობის პრესრელიზის თანახმად, პრემიერმა მიშელს მიაწოდა ინფორმაცია თორმეტი რეკომენდაციის შესრულების შესახებ და უთხრა, რომ საქართველოს „ყველა მიმართულებით აქვს პროგრესი“ და „მთავრობამ რეკომენდაციების შესრულებისთვის მაქსიმუმი გააკეთა“.

პრემიერის თქმითვე, „ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მოწინავე პოზიციები აქვს“. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ამას „მოწმობს ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშები“. ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და მიშელს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შარლ მიშელმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ევროკავშირი ერთგულია საქართველოს წევრობის პერსპექტივის და ხაზი გაუსვა, რომ ახლა დროა, შესრულდეს რეკომენდაციები, რათა საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

მასალების გადაბეჭდვის წესი