ახალი ამბები

საქართველოს მოქალაქეები პერუში უვიზოდ შეძლებენ მოგზაურობას

19 სექტემბერი, 2023 •
საქართველოს მოქალაქეები პერუში უვიზოდ შეძლებენ მოგზაურობას

საქართველოს მოქალაქეები ამიერიდან პერუში უვიზოდ მოგზაურობას შეძლებენ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შესაბამისი შეთანხმება საქართველოსა და პერუს შორის გაფორმდა გუშინ, 18 სექტემბერს. უვიზოდ საქართველოში მგზავრობას პერუს მოქალაქეებიც შეძლებენ.

„2023 წლის 18 სექტემბერს საქართველოსა და პერუს რესპუბლიკას შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა,რომელსაც გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა და პერუს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ანა სესილია გერვასმა მოაწერეს ხელი“, – ვკითხულობთ საგარეო უწყების განცხადებაში.

სამინისტროს ცნობითვე, დარჩიაშვილმა და გერვასმა ხაზი გაუსვეს „მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობას და თანამშრომლობის გაღრმავებას პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურისა და განათლების სფეროებში“.

მასალების გადაბეჭდვის წესი