ახალი ამბები

საქართველომ ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში 0,3 ქულა დაკარგა, თუმცა რეიტინგში პოზიცია გაიუმჯობესა

16 ოქტომბერი, 2024 •
საქართველომ ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში 0,3 ქულა დაკარგა, თუმცა რეიტინგში პოზიცია გაიუმჯობესა

ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში, რომელსაც ამერიკული ორგანიზაცია „ჰერითეჯ ფაუნდეიშენი“ [Heritage Foundation] ყოველწლიურად აქვეყნებს, საქართველომ 0,3 ქულა დაკარგა, თუმცა 35-დან 32-ე პოზიციაზე გადაინაცვლა – სხვა ქვეყნების მიერ ქულების დაკარგვის გამო.

წლევანდელ რეიტინგში საქართველომ 68,4 ქულა მიიღო. შედარებისთვის, 2023 წელს – 68,7 ქულა. ასევე, რეგიონში საქართველომ მე-19 ადგილი დაიკავა.

ჯამში, 12 კატეგორიაში, რომელსაც ორგანიზაცია აფასებს, საქართველომ შემდეგი ქულები მიიღო:

  • საკუთრების უფლებები – 53,3
  • სასამართლო სისტემის ეფექტიანობა – 54,8
  • მთავრობის სანდოობა – 61,1
  • საგადასახადო ტვირთი – 89,1
  • მთავრობის მიერ ბიუჯეტის ხარჯვა – 69,6
  • ფისკალური ჯანსაღობა – 39,9
  • ბიზნესის თავისუფლება – 74,4
  • შრომის თავისუფლება – 63
  • მონეტარული თავისუფლება – 69,3
  • ვაჭრობის თავისუფლება – 86,4
  • ინვესტიციების თავისუფლება – 80
  • ფინანსური თავისუფლება – 60

მასალების გადაბეჭდვის წესი