ახალი ამბები

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბაზაზე „პარლამენტის არხი“ შეიქმნა

18 სექტემბერი, 2023 • 1166
საზოგადოებრივი მაუწყებლის ბაზაზე „პარლამენტის არხი“  შეიქმნა

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბაზაზე შეიქმნა პარლამენტის არხი. საქართველოს პარლამენტმა და საზოგადოებრივი მაუწყებელმა თანამშრომლობის მემორანდუმი დღეს, 18 სექტემბერს, გააფორმეს.

მემორანდუმის თანახმად, „პარლამენტის არხის“ ამოქმედებისა და ფუნქციონირების ტექნიკურ-ტექნოლოგიური უზრუნველყოფა მოხდება და დღეიდან საპარლამენტო ღონისძიებების პირდაპირი ტრანსლაცია დაიწყება.

საზოგადოებრივი მაუწყებელი „პარლამენტის არხის“ ფუნქციონირების ტექნიკურ უზრუნველყოფას უსასყიდლოდ განახორციელებს.

„დღეს, საპარლამენტო არხის გახსნით, პარლამენტის საქმიანობაზე პირდაპირი საზოგადოებრივი კონტროლი კიდევ უფრო უმჯობესდება. პოლიტიკით დაინტერესებულ მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, მარტივად შეძლონ ჩვენი საპარლამენტო ცხოვრების პერიპეტიებში გარკვევა და სათანადო დასკვნების უშუალო დაკვირვებით გამოტანა. იმედს გამოვთქვამ, რომ ახალი არხი წვლილს შეიტანს პოლარიზაციის შემცირებაში, ვინაიდან მოქალაქეებს შეეძლებათ, პოლიტიკურ ინტერპრეტაციებს კი არ მიენდონ, არამედ საკუთარი თვალითა და ინტუიციით შეაფასონ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი პოლიტიკური ძალების პოზიციები, სიტყვა და საქმე“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი