ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ოძისთან საქართველოს მოქალაქე დააკავეს – სუსი

15 სექტემბერი, 2023 • 1635
რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ოძისთან საქართველოს მოქალაქე დააკავეს – სუსი

რუსულმა საოკუპაციო ძალებმა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე, იტყობინება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური [სუსი].

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ამის შესახებ უკვე ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“.

„ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, – აცხადებენ სუს-ში.

მასალების გადაბეჭდვის წესი