ახალი ამბები

EU-ს ელჩი საქართველოზე ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებას განმარტავს

14 სექტემბერი, 2023 •
EU-ს ელჩი საქართველოზე ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებას განმარტავს

“ევროკომისიის პრეზიდენტმა ფაქტები აღწერა”, – ასე უპასუხა ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ კითხვას ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებაზე, რომელიც შეეხებოდა უკრაინა-მოლდოვისა და საქართველოს განსხვავებულ პერსპექტივას.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში გამოსვლისას ისაუბრა ევროკავშირის გაფართოებაზე. ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის მომავალი ნათელია და მასში უკრაინა და მოლდოვა არიან. თუმცა ევროკომისიის პრეზიდენტს იგივე არ უთქვამს საქართველოზე.

“როცა საქმე ეხება ქვეყნებს, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვიან, მან, სიმართლე ითქვას, აღწერა ფაქტები. როგორც ყველამ იცით, უკრაინას, მოლდოვას და დასავლეთ ბალკანეთის რამდენიმე ქვეყანას უკვე აქვს კანდიდატის სტატუსი, საქართველოს ამ მომენტისთვის არ აქვს კანდიდატის სტატუსი და ჩვენ ყველა ვიმედოვნებთ, რომ ეს პროცესი სწრაფად წაიწევს წინ”, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადება უკრაინა-მოლდოვისა და საქართველოს განსხვავებულ პერსპექტივაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი