ახალი ამბები

ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადება უკრაინა-მოლდოვისა და საქართველოს განსხვავებულ პერსპექტივაზე

13 სექტემბერი, 2023 • 1178
ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადება უკრაინა-მოლდოვისა და საქართველოს განსხვავებულ პერსპექტივაზე

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში გამოსვლისას ისაუბრა ევროკავშირის გაფართოებაზე.

ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის მომავალი ნათელია და მასში უკრაინა და მოლდოვა არიან. თუმცა ევროკომისიის პრეზიდენტს იგივე არ უთქვამს საქართველოზე.

უკრაინისთვის და უკრაინელებისთვის დახმარებაზე საუბრისას ფონ დერ ლაიენმა ხაზი გაუსვა:

„უკრაინის მომავალი ჩვენს კავშირშია. დასავლეთ ბალკანეთის მომავალი ჩვენს კავშირშია. მოლდოვას მომავალი ჩვენს კავშირშია“.

თუმცა ფონ დერ ლაიენმა იგივე არ თქვა საქართველოზე:

„და მე ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირის პერსპექტივა ბევრი ადამიანისთვის საქართველოში“.


ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ წინა წლის ზაფხულში მიიღეს. საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა. გადაწყვეტილება საქართველოსთვის სტატუსის (არ)მინიჭებაზე ბრიუსელში 2023 წლის ბოლოსთვის უნდა მიიღონ. მთავრობაში მიიჩნევენ, რომ საქართველომ ევროკავშირის რეკომენდაციები შეასრულა და დაიმსახურა სტატუსი. ბრიუსელში კი ამბობენ, რომ რეკომენდაციების ნაწილი კვლავაც შესასრულებელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი