ახალი ამბები

თუ გაქვთ ერთი ადგილი, ჩვენი ქვეყანა გახადეთ ნატოს წევრი – კალაძე

13 სექტემბერი, 2023 • 1013
თუ გაქვთ ერთი ადგილი, ჩვენი ქვეყანა გახადეთ ნატოს წევრი – კალაძე

„თუ გაქვთ რაიმეს თავი და ერთი ადგილი, მიიღეთ გადაწყვეტილება და ჩვენი ქვეყანა გახადეთ ნატოს წევრი“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოს უსაფრთხოების გარანტიებზე საუბრისას.

კალაძეს „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა, რომლის თანახმადაც, 2 წლის წინ, უკრაინაში ომის დაწყებამდე, საქართველოში ვიზიტით მყოფ აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს „ქართულმა ოცნებამ“ უარი უთხრა ქვეყანაში ამერიკული ბაზის გახსნაზე. კალაძემ აღნიშნული ინფორმაცია უარყო და თქვა, რომ მსგავსი ფაქტი არ ყოფილა.

„ერთადერთი, რაც დაიცავს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიას, ეს არის ნატოს წევრობა. ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება და მზად ვართ, ბატონო. არ გვინდა ეს ღია კარი. წლებია გვესმის, რომ კარი ღიაა და კარი ღიაა… არ გვინდა ეს ღია კარი, თუ გაქვთ რაიმეს თავი და ერთი ადგილი, მიიღეთ გადაწყვეტილება და ჩვენი ქვეყანა გახადეთ ნატოს წევრი“, —  განაცხადა კახა კალაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი