ახალი ამბები

პრეზიდენტი ევროკავშირის სახელმწიფოების ელჩებს შეხვდა

12 სექტემბერი, 2023 • 1185
პრეზიდენტი ევროკავშირის სახელმწიფოების ელჩებს შეხვდა

დღეს, 12 სექტემბერს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებს შეხვდა.

ორბელიანების სასახლეში შეხვედრას ესწრებოდა საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკიც. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ინფორმაცია ჯერჯერობით მხოლოდ შეხვედრის შესახებ გაავრცელა. ის, თუ რა საკითხები განიხილა პრეზიდენტმა ელჩებთან შეხვედრისას, უცნობია.

განცხადებები არ გაუკეთებიათ ელჩებსაც, არც პრეზიდენტთან შეხვედრამდე და არც მისი დასრულების შემდეგ.

მასალების გადაბეჭდვის წესი