ახალი ამბები

ჩოხატაური-ოზურგეთის გზაზე ხიდი ჩაინგრა, ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

11 სექტემბერი, 2023 • 5836
ჩოხატაური-ოზურგეთის გზაზე ხიდი ჩაინგრა, ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ჩოხატაური-ოზურგეთის გზაზე ხიდი ჩაინგრა, რის გამოც ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 31-ე კმ-ზე, სოფელ ბუკნართან, ადიდებულმა ხევმა არსებული მილხიდი და გზის სავალი ნაწილი დააზიანა.

მათივე განცხადებით,ამ ეტაპზე, შესაბამისი ტექნიკის მობილიზება მიმდინარეობს და დაზიანებული გზის აღდგენის სამუშაოები უმოკლეს ვადებში დაიწყება.

მასალების გადაბეჭდვის წესი