ახალი ამბები

პრეზიდენტი ოპოზიციონერებს ხვდება

11 სექტემბერი, 2023 • 1265
პრეზიდენტი ოპოზიციონერებს ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება.

შეხვედრა ოპოზიციის სხვადასხვა წარმომადგენლებთან ინდივიდუალურად, პრეზიდენტის ინიციატივით იმართება. ორბელიანების სასახლეში იმყოფებოდნენ „ლელოს“ წევრი სალომე სამადაშვილი, პარტია „ევროოპტიმისტების“ წევრი ხატია დეკანოიძე, „საქართველოსთვის“ წევრები ნათია მეზვრიშვილი და ანა ბუჩუკური.

ბუჩუკურის თქმით, შეხვედრის დეტალებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა ზოგადად თემა ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობას ეხებოდა.

„კონკრეტულად გეგმაზე ჩვენ არ გვისაუბრია. მე ვუთხარი ჩემი პოზიცია, რომ იმპიჩმენტს არ ვუჭერ მხარს. პრეზიდენტი , როგორც საჯაროდ ამბობს, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების კონტექსტში აგრძელებს აქტიურ საერთაშორისო კამპანიას და მუშაობას. ეს იყო უბრალოდ ინფორმაციის გაცვლა, არაფერ კონკრეტულზე საუბარი არ ყოფილა“, — განუცხადა შეხვედრის შემდეგ მთავარ არხს ხატია დეკანოიძემ.

სალომე სამადაშვილის თქმით, პრეზიდენტის მსჯელობის თემა სხვადასხვა ადამიანთან არის, რა შეიძლება გააკეთოს საზოგადოებამ იმისთვის რომ კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი ქვეყანამ არ დაკარგოს მიუხედავად მმართველი გუნდის საბოტაჟისა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციას შეხვედრების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი