ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალის ცნობით, ერთ თვეში “სახელწიფო საზღვარზე” 51 ადამიანი დააკავეს

8 სექტემბერი, 2023 • 1728
ცხინვალის ცნობით, ერთ თვეში “სახელწიფო საზღვარზე” 51 ადამიანი დააკავეს

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის [КГБ] ცნობით, მხოლოდ აგვისტოს თვეში “სახელმწიფო საზღვრის ყველა მონაკვეთზე” 51 კანონმდარღვევი დააკავეს, რომელთა შორის 19-მა “სახელმწიფო საზღვრის რეჟიმი” დაარღვია, 32-მა კი – “საზღვრისპირა რეჟიმი”.

ცხინვალის ცნობითვე, აგვისტოს თვეში დაკავებულთაგან 31-ს ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრა, 2 მოქალაქე გააძევეს, დანარჩენებს კი გაფრთხილება მიეცათ.

რუსი სამხედროები კონფლიქტის ხაზთან ცხინვალის მიმართულებით საქართველოს მოქალაქეებს პერიოდულად “საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით” აკავებენ და ცხინვალში გადაჰყავთ, რის შემდეგაც, როგორც წესი, ჯარიმის გადახდის შემდეგ ათავისუფლებენ. თუმცა, რიგ შემთხვევებში, საქართველოს მოქალაქეებს  ცხინვალის ციხეში წლების ან თვეების განმავლობაში ამყოფებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი