ახალი ამბები

“ტყე ეკუთვნის ხალხს” — რაჭის ტყეებზე ხიდაშელის ლიცენზიის გაუქმებას ითხოვენ

7 სექტემბერი, 2023 • 1794
“ტყე ეკუთვნის ხალხს” — რაჭის ტყეებზე ხიდაშელის ლიცენზიის გაუქმებას ითხოვენ

რაჭაში დავით ხიდაშელის კომპანიისთვუს ტყის ლიცენზიის გაუქმებისა და ახლად შექმნილი დაცული ტერიტორიების გადახედვის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა.

როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, აქციაზე 4 სოფლის მცხორებლები შეიკრიბნენ.

რაჭაში დაცული ტერიტორიები მას შემდეგ შეიქმნა, რაც დავით ხიდაშელს 104 ჰექტარზე მეტი ტყის მასივი გადაეცა სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად.

გოლეთიანის თქმით, სწორედ ამიტომ, დაცული ტერიტორიებში ვერ მოხვდა ტყის დიდი ნაწილი. სამაგიეროდ დაცულ ტერიტორიებში შევიდა ის ადგილები, რაც კონსერვაციას არ საჭიროებს, რადგან ადამიანს ხელი ნაკლებად მიუწვდება:

“მასში არ შედის არც ერთი მდინარე, ამოჭრილია ყველა ის ტერიტორია, სადაც საბჭოთა პერიოდში [წიაღისეულის] მოპოვება ხდებოდა. შესაბამისად, ეს არ მიჰყვება იმ გაიდლაინებს, რომლის პრაქტიკაც მსოფლიოში გვხვდება. სინამდვილეში მთელი ტყე, რაც მართლა დასაცავი და მოსავლელია, ერთ კაცს მისცეს. ადგილობრივ მოსახლეობას აქ უკვე რეალურად შეექმნა ტყეებში შესვლის პრობლემა…

ყველას შეეხება ის საფრთხე, რაც აქ ხდება. პრაქტიკულად ვკარგავთ მთლიან რაჭას და ისეთ ხალხს ვუგდებთ ამას ხელში, ამბავიც აღარ გვეცოდინება საერთოდ რა მოხდება ამ ტერიტორიებზე. ამიტომ, კატეგორიულად მოვითხოვთ და ერთკვირიან ვადას ვაძლევთ, რომ:

  • გაუქმდეს ხიდაშელისთვის გაცემული ლიცენზია
  • დაკორექტირდეს და შეიცვალოს ამ ნაკრძალის საზღვრები, რომ არ მოდიოდეს წინააღმდეგობაში ადგილობრივ მოსახლეობასთან”, — განაცხადა გოლეთიანმა.

იმ შემთხვევაში თუ ცენტრალურსა და ადგილობრივ მოსახლეობას მათ მოთხოვნებზე რეაგირება არ ექნება, გოლეთიანის თქმით, საპროტესტო აქციები უფრო მასშტაბური გახდება. რეაგირებისთვის კი ხელისუფლებას აქციის მონაწილეები ერთკვირიან ვადას აძლევენ.

ხიდაშელისთვის გადაცემული ტყეებისა და რაჭის დაცული ტერიტორიების შესახებ ნახეთ ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი