ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ფაშინიანის ცოლი უკრაინაში დახმარებას ჩაიტანს და სამიტში მიიღებს მონაწილეობას

6 სექტემბერი, 2023 • 1818
ფაშინიანის ცოლი უკრაინაში დახმარებას ჩაიტანს და სამიტში მიიღებს მონაწილეობას

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ცოლი, ანა აკობიანი კიევში, 6 სექტემბერს მენტალური ჯანმრთელობის საკითხებისადმი მიძღვნილ, ქვეყნების პირველი პირების მეუღლეების სამიტზე მონაწილეობას მიიღებს. კიევში დღევანდელ სამიტს თავად უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენკსი გახსნის.

სომხური მედიის ცნობითვე, ანა აკობიანი კიევში ჰუმანიტარულ დახმარებას ჩაიტანს.

როგორც azatutyun.am წერს, უკრაინაში ომის დაწყებიდან ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სომხეთმა უკრაინას ჰუმანიტარული დახმარება ჩაუტანა. რამდენიმე თვის წინ კი ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი რუსეთ-უკრაინის ომში, რუსეთის მოკავშირე არაა.

“უკრაინის ომში რუსეთის მოკავშირე არ ვართ” – ფაშინიანი

მასალების გადაბეჭდვის წესი