ახალი ამბები

ხაბეიშვილი ენმ-ის წევრებზე თავდასხმაზე: ლაჩარი, ჩმორი ხალხი, მიუვარდა რამდენიმე ადამიანს

4 სექტემბერი, 2023 • 887
ხაბეიშვილი ენმ-ის წევრებზე თავდასხმაზე: ლაჩარი, ჩმორი ხალხი, მიუვარდა რამდენიმე ადამიანს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გუშინ, 3 სექტემბერს ჩოხატაურში პარტიის წევრებზე თავდასხმასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და საზოგადოებას მოუწოდებს ნუ შეშინდებიან:

„რუსულმა ოცნებამ და რუსმა ფეოდალმა ჩიგოგიძემ გადაწყვიტა ჩოხატაურში ნოდარ დუმბაძის სკვერი წაართვას ადგილობრივებს. გაკადნიერდნენ და ნოდარ დუმბაძის სახელი რომ ჰქვია სკვერს ამ სკვერში გადაწყვიტა ჩიგოგიძემ კიდევ დამატებით ჯიბეების გაისქელოს. გუშინ, ჩვენ ყველამ ვნახეთ „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივ ლიდერებს როგორ დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ლაჩარი, ჩმორი ხალხი, რომელიც მიუვარდა რამდენიმე ადამიანს და მათ შორის ქალბატონებს, აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას.

ეს ჩმორები და ბანძები დღეს არიან დამალულები მიუხედავად იმისა, რომ გუშინ ვთქვით, ამ ფლაერებს, სადაც არის რუსი ჩიგოგიძე, ჩოხატაურის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე აუცილებლად დავარიგებთ ჩოხატაურში, ამ სკვერში, სადაც ვდგავართ, რომელიც არის ნოდარ დუმბაძის სახელობის, აუცილებლად დავიცავთ და თუ მშენებლობას დაიწყებენ, ფიზიკურადაც მოგვიწევს ამის დაცვა. ყველამ კარგად უნდა იცოდეს და კიდევ ერთი მინდა მოვუწოდო საზოგადოებას, ჩოხატაურელებს, გურულებს, ყველას აბსოლუტურად – ჩემო მეგობრებო, ნურაფრის ნუ გეშინიათ, ამ ჩმორების და ამ ლაჩრების,“ — განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ლევან ხაბეიშვილი ჩოხატაურის მცხოვრებლებს მოუწოდებს ხმამაღლა გააჟღერონ ყველა პრობლემა და თითოეული მათგანის ინტერესების დაცვას დაჰპირდა:

„სად არიან ახლა გუშინ რომ კუნთებზე იყურებოდნენ, გადახედეთ აბა რამდენი ვართ ჩვენ და როგორ იმალებიან დღეს. დარწმუნებული ვარ, რომ ვერც გაბედავენ და ვერც გამოჩნდებიან. თითოეულ მოქალაქეს მინდა ვუთხრა – არამარტო ჩვენს ადგილობრივ პარტიულ ლიდერებს, თითოეული თქვენგანის ინტერესს დავიცავ, ჩასასვლელი სადაც ვიქნები ყველგან ერთ გუნდად მოვალთ და დაგიცავთ თითოეულ თქვენგანს.

ჩოხატაურელებს მოვუწოდებ, ამოიღეთ ხმა, ნურაფრის ნუ გეშინიათ და ნუ ჩურჩულებთ, რომ რაღაცები არ მოგწონთ. ხმამაღლა თქვით, ამ ბანძებს ნუ დააჩმორებინებთ თავს. არ ვართ ჩვენ ის ხალხი, რომ რუსებმა, ლაჩრებმა და მართლა ჩმორებმა შეგვაშინონ ამოიღეთ ხმა, თითოეულ თქვენგანთან ვიქნები, ყველა რაიონში, ქალაქში, სოფელში, თითოეულ ოჯახში, ვისაც დასჭირდება, ჩვენ ერთ გუნდად მოვალთ და დავიცავთ თითოეული თქვენგანის ინტერესს.“ – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.


“ნაციონალური მოძრაობის” წევრებს ჩოხატაურში ბროშურების დარიგებისას თავს დაეხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ენმ-ს ცნობით, დაშავებულია 10-მდე ადამიანი. ენმ-ს წევრის, თათია ნიკოლაშვილის თქმით, მათ 20-მდე ადამიანი დაესხა თავს.

შემთხვევა დღეს, 3 სექტემბერს მაშინ მოხდა, როდესაც ენმ-ს წარმომადგენლები სკვერის გასხვისებას აპროტესტებდნენ და შესაბამის ბროშურებს ურიგებდნენ ადგილობრივებს.

ენმ-ს ცნობით, პარტიის ოზურგეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, დავით მჟავანაძე სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

ენმ-ს განცხადებით, ფიზიკურ დაპირისპირებაში სავარაუდოდ მონაწილეობდა საკრებულოს წევრი ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ლაშა თოლორდავაც, თუმცა თავად თოლორდავა ამ ფაქტს “ნეტგაზეთთან” უარყოფს.

მისი თქმით, ის იქვე, ბაზარში იმყოფებოდა, რა დროსაც დაინახა დაპირისპირება და თავდასხმის ადგილას მაშინ მივიდა, როდესაც პროცესები უკვე დასრულებული იყო. შსს-ს ცნობით გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს

მასალების გადაბეჭდვის წესი