ახალი ამბები

ქეთევან დუმბაძე: თუ ვინმე არ მოინდომებს თანამშრომლობას, მასზეა დამოკიდებული

4 სექტემბერი, 2023 • 1171
ქეთევან დუმბაძე: თუ ვინმე არ მოინდომებს თანამშრომლობას, მასზეა დამოკიდებული

მწერალთა სახლის ახალმა დირექტორმა ქეთევან დუმბაძემ ორგანიზაციაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ტელეკომპანია „ფორმულასთან“ კომენტარო გააკეთა და განაცხადა, რომ ის მწერალთა სახლიდან არავის გათავისუფლებას გეგმავს. დუმბაძის თქმით, ამ ადამიანებთან წლები აკავშირებს და სჯერა, რომ ყველაფერი დალაგდება:

„ყველაფერი დალაგდება. მე ასე ვფიქრობ იმიტომ, რომ წლები მაკავშირებს ამ ადამიანებთან. მე არ ვარ მათთვის უცხო. თუ ვინმე არ მოინდომებს თანამშრომლობას, ეს მასზეა დამოკიდებული, მაგრამ მე ვინმეს ვუთხრა, წაბრძანდი სახლში, ასეთი რამ არ არსებობს“ – ამბობს ქეთევან დუმბაძე „ფორმულასთან“.

დღეს, 4 სექტემბერს ქართველი მწერელების, მთარგმენელბის, გამომცემლებისა და ლიტერატურის სფეროში დასაქმებულ ადამიანთა ნაწილმა განცხადება გაავრცელა და მწერალთა სახლს ბოიკოტი გამოუცხადა.

მათი თქმით, აცნობიერებენ რა, ქართული ლიტერატურის საერთო ეროვნულ მნიშვნელობას, მის განსაკუთრებულ როლს ეროვნული უსაფრთხოების საქმეში და ვალდებულებას გააკეთონ ყველაფერი, რათა საქართველომ გაარღვიოს მის გარშემო რუსეთის მიერ შექმნილი კულუტურული იზოლაციის კედელი, აღნიშნულ განცხადებაზე ხელმოწერით უარს ამბობენ ნებისმიერი ტიპის თანამშრომლობაზე კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროსთან და მის პარტიულ დაქვემდებარებაში მოქცეულ მწერალთა სახლთან.

თეა წულუკიანის გადაწყვეტილებით,  4 სექტემბრიდან საქართველოს მწერალთა სახლს უხელმძღვანელებს ქეთევან დუმბაძე. დეპუტატი, რომელიც მხარს უჭერდა რუსულ კანონპროექტს ე.წ. აგენტების შესახებ. მსგავსი კანონით რუსეთში ებრძვიან ოპოზიციურ მედიასა და სამოქალაქო აქტივიზმს. კანონპროექტს პირველი მოსმენით საქართველოს პარლამენტში უმრავლესობის  76-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. თავდაპირველად მათ შორის არ იყო ქეთევან დუმბაძე – მან კენჭისყრისგან თავი შეიკავა, თუმცა შემდგომ პროსახელისუფლებო Post TV-ს უთხრა, რომ რეალურად კანონპროექტს მხარი დაუჭირა და ადგილი ჰქონდა ტექნიკურ ხარვეზს.

რაც შეეხება მწერალთა სახლს, მას 2019 წლიდან ხელმძღვანელობდა ნატა ლომოური. ის ნეტგაზეთთან აცხადებდა, რომ კულტურის სამინისტროდან დაუკავშირდნენ და განუცხადეს, რომ 5 დღეში თანამდებობაზე ყოფნის ოთხწლიანი ვადა ეწურებოდა, რის შემდეგაც უწყებას წერილობით მიმართა, რომ დაინტერესებული იყო უფლებამოსილების გაგრძელებით, თუმცა პასუხი არ მიუღია.

მასალების გადაბეჭდვის წესი