ახალი ამბები

„ოცნების“ მხოლოდ 4-მა დეპუტატმა შეიკავა თავი რუსული კანონის მხარდაჭერისაგან

7 მარტი, 2023 • 2642
„ოცნების“ მხოლოდ 4-მა დეპუტატმა შეიკავა თავი რუსული კანონის მხარდაჭერისაგან

განახლება: პროსახელისუფლებო Post TV-ის ინფორმაციით, ირაკლი მეძმარიაშვილიც და ქეთევან დუმბაძეც აცხადებენ, რომ  რეალურად მათ კანონპროექტს მხარი დაუჭირეს და ადგილი ტექნიკურ ხარვეზს ჰქონდა.


„ქართული ოცნების“ მხოლოდ ოთხმა დეპუტატმა შეიკავა თავი რუსული კანონის მხარდაჭერისგან. ოთხივე მათგანი სხდომას დაესწრო, თუმცა, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

ეს დეპუტატები არიან:

1. დავით სერგეენკო – არ მონაწილეობდა კენჭისყრაში;
2. ვლადიმერ ჩაჩიბაია –  არ მონაწილეობდა კენჭისყრაში;
3. ქეთევან დუმბაძე – არ მონაწილეობდა კენჭისყრაში;
4. ირაკლი მეძმარიაშვილი – არ მონაწილეობდა კენჭისყრაში;

დღეს, 7 მარტს საქართველოს პარლამენტის პლენარულმა სხდომაზე პირველი მოსმენით დაუჭირეს მხარი რუსულ კანონს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებების ნაწილს “უცხოური გავლენის აგენტებად” აცხადებს.

რუსულ კანონს მხარი 76-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგი 13 წავიდა.

სრულად ნახეთ სია:

ვინ (არ) დაუჭირა მხარი რუსულ კანონს — სია

მასალების გადაბეჭდვის წესი