ახალი ამბები

უკრაინელ ოლიგარქ იგორ კოლომოისკის ბრალდება წარუდგინეს

2 სექტემბერი, 2023 •
უკრაინელ ოლიგარქ იგორ კოლომოისკის ბრალდება წარუდგინეს

უკრაინელ ოლიგარქს, იგორ კოლომოისკის თაღლითობასა და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ლეგალიზაციასთვის ბრალდება წარუდგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, კოლომოისკის მისთვის წარდგენილი ბრალდების შესახებ უწყება შესაბამისმა სამსახურებმა უკვე გადასცეს.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, 2013-2020 წლებში იგორ კოლომოისკიმ მის მიერ კონტროლირებადი საბანკო ინსტიტუტების ინფრასტრუქტურის გამოყენებით შეძლო, რომ ნახევარ მილიარდზე მეტი გრივნა საზღვარგარეთ გადაერიცხა და ამ გზით ფული „გაეთეთრებინა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი