ახალი ამბები

კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ხელისუფლების უპასუხისმგებლობაზე – ბუჩუკური მიშელის განცხადებაზე

29 აგვისტო, 2023 • 1062
კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ხელისუფლების უპასუხისმგებლობაზე – ბუჩუკური მიშელის განცხადებაზე

პარტიის „საქართველოსთვის“ წევრი ანა ბუჩუკური ევროკავაშირის გაფართოებასთან დაკავშირებით შარლ მიშელის ბოლო განცხადებას ეხმაურება.

ანა ბუჩუკურის თქმით, შარლ მიშელის მხრიდან მკაფიო მინიშნება საქართველოს მიერ საჭირო ნაბიჯების გადადგმაზე კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ხელისუფლების უპასუხისმგებლობას და რეკომენდაციების შეუსრულებლობას.

„ის, რომ ევროკავშირის გაფართოებაზე საუბრისას მხოლოდ უკრაინა-მოლდოვას ახსენებენ და საქართველო ჯერ კიდევ კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია, მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის კრახს ადასტურებს. „ოცნების“ წარმომადგენლების მტკიცება, რომ უკრაინამ კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ომში ყოფნის გამო მიიღო, არის მორიგი უსუსური მცდელობა, საკუთარი პასუხისმგებლობა თავიდან აირიდონ.

კანდიდატის სტატუსი მიიღო მოლდოვამაც და ახლა უკვე გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს იწყებს. ქვეყანამ, რომელიც არათუ ომში არ არის, არამედ რომელთან შედარებითაც საქართველო დემოკრატიული რეფორმების თვალსაზრისით წლების განმავლობაში იყო ბევრად მოწინავე პოზიციებზე.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მხრიდან მკაფიო მინიშნება საქართველოს მიერ საჭირო ნაბიჯების გადადგმაზე კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს ხელისუფლების უპასუხისმგებლობას და რეკომენდაციების შეუსრულებლობას. სწორედ ეს არის ისტორიული შესაძლებლობის ხელიდან გაშვება, რომელზეც პერსონალურ პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა“, – წერს ანა ბუჩუკური სოციალურ ქსელში.


ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ ევროკავშირის გაფართოება აღარ არის ოცნება და გაერთიანება 2030 წლისთვის ამისთვის უკვე მზად უნდა იყოს. შარლ მიშელი დღეს, 28 აგვისტოს, სიტყვით გამოვიდა საერთაშორისო სტრატეგიულ ფორუმზე, რომელიც სლოვენიაში, ქალაქ ბლენდში გაიმართა.

შარლ მიშელის თქმით, შესაძლებლობების ფანჯარა ღიაა და ევროპული საბჭოს მომდევნო შეხვედრებზე ევროკავშირის ლიდერები გაფართოებას განიხილავენ.

„ჩვენ მყარ პოზიციას დავიკავებთ უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკების დაწყების საკითხზე. მოლაპარაკების ამავე მაგიდასთან მე ველი ველი ბოსნია-ჰერცეგოვინასა და საქართველოს“, – განაცხადა მიშელმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი