ახალი ამბები

მიშელის განცხადება ადასტურებს, რომ კანდიდატის სტატუსს მოსახლეობა მიიღებს – ხაბეიშვილი

29 აგვისტო, 2023 • 1065
მიშელის განცხადება ადასტურებს, რომ კანდიდატის სტატუსს მოსახლეობა მიიღებს – ხაბეიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმდჯომარის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, შარლ მიშელის განცხადება ადასტურებს, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს საქართველოს მოსახლეობა მიიღებს.

ხაბეიშვილის თქმით, მინიშნებები, რომელიც კეთდება დასავლეთიდან პირდაპირ მიანიშნებს ერთ რამეზე, რომ ქვეყანა მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ხოლო „რუსული პარტია“ ქართველი ხალხის გასაშვები იქნება.

„ევროკავშირი არის ისე ახლოს, როგორც არ ყოფილა არასდროს და ჩვენდა საწმუხაროდ, ბიძინა ივანიშვილის რუსული პარტია საბოტაჟირებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, თუმცა ვიტოვებ იმედს, რომ ქართველ ხალხი, რომელიც ნამდვილად იმსახურებს ამ კანდიდატის სტატუსს და რომელიც აუცილებლად შეცვლის ამ ხელისუფლებას, მიუხედავად უთანასწორო, მათ შორის საარჩევნო გარემოსა, დარწმუნებული ვარ, რომ მიიღებს სტატუსს.

რაც შეეხება შარლ მიშელის განცხადებას, ეს არის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს საქართველოს მოსახლეობა მიიღებს, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი და რუსული პარტია არის მოსაშორებელი. მინიშნებები, რომელიც კეთდება დასავლეთიდან პირდაპირ მიანიშნებს ერთ რამეზე – ჩვენ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, ხოლო რუსული პარტია იქნება ქართველი ხალხის გასაშვები,“ – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.


ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ ევროკავშირის გაფართოება აღარ არის ოცნება და გაერთიანება 2030 წლისთვის ამისთვის უკვე მზად უნდა იყოს. შარლ მიშელი დღეს, 28 აგვისტოს, სიტყვით გამოვიდა საერთაშორისო სტრატეგიულ ფორუმზე, რომელიც სლოვენიაში, ქალაქ ბლენდში გაიმართა.

შარლ მიშელის თქმით, შესაძლებლობების ფანჯარა ღიაა და ევროპული საბჭოს მომდევნო შეხვედრებზე ევროკავშირის ლიდერები გაფართოებას განიხილავენ.

„ჩვენ მყარ პოზიციას დავიკავებთ უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკების დაწყების საკითხზე. მოლაპარაკების ამავე მაგიდასთან მე ველი ველი ბოსნია-ჰერცეგოვინასა და საქართველოს“, – განაცხადა მიშელმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი