გარმეოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, უწყების გეოლოგები შიომღვიმის მონასტრის მიმდებარედ კლდის ჩამოშლის პროცესს ადგილზე აფასებენ.

„პირველადი შეფასებით ,შიო მღვიმის მონასტრის ჩრდილოეთით, ციცაბოდ დახრილ ფერდობზე ადგილი სხვადსხვა შემადგენლობის მასა (ქვიშა-ქვები, კონგლომერატები) მყისიერად ჩამოიშალა. ჩამოშლილი მასა განიტვირთა მიმდებარედ არსებულ ხევში.

ამ ეტაპზე საფრთხე მინიმალურია. ადგილზე იმყოფება ყველა შესაბამისი სამსახური. უმოკლეს პერიოდში, აღნიშნულ ლოკაციაზე განხორციელდება დამატებითი გეოლოგიური კვლევები“, — აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტო.

შიომღვიმის მონასტრის მიმდებარედ კლდე დღეს, 27 აგვისტოს ჩამოიშალა. შემთხვევა ვიდეოზე აღბეჭდეს თვითმხილველებმა.

ხელისუფლების ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.