ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

400 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი კვლავ ყარაბაღთან დგას – ფაშინიანი

25 აგვისტო, 2023 • 1936
400 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი კვლავ ყარაბაღთან დგას – ფაშინიანი

“სომხეთიდან მთიან ყარაბაღში გაგზავნილი 400 ტონა ჰუმანიტარულ ტვირთი კვლავ ლაჩინის კორიდორის შესასვლელშია და გატარებას ელის”, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

26 ივლისს ჰუმანიტარული კრიზისის შესამსუბუქებლად სომხეთიდან ყარაბაღის მოსახლეობისთვის 400 ტონამდე ჰუმანიტარული ტვირთი – საკვები და წამლები- 19 სატვირთო მანქანით გაიგზავნა, თუმცა აზერბაიჯანმა ტვირთი ყარაბაღში არ გაატარა.

აზერბაიჯანმა სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის დამაკავშირებელი ლაჩინის კორიდორი 2022 წლის დეკემბერს ჩაკეტა. გზის ჩაკეტვის გამო ყარაბაღში ჰუმანიტარული კრიზისია. ეს კრიზისი განსაკუთრებით უკანასკნელ თვეებში გამწვავდა, როდესაც აზერბაიჯანმა გზაზე ოფიციალური გამშვები პუნქტი ჩადგა და წითელი ჯვრის მეშვეობით მხოლოდ მძიმე პაციენტებს ატარებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ პოლიტიკური, სოციალური და ეკოლოგიური პრობლემების პირობებში ყარაბაღში დიდხანს ცხოვრებას ვერ შეძლებენ.

რაც შეეხება საყოფაცხოვრებო პროდუქციას სომეხი მოსახლეობისთვის ყარაბაღში, აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, რომ მათ შეუძლიათ გამოიყენონ მარშრუტი აღდამი-ჰანქენდი. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ ჰუმანიტარული საჭიროებებისთვის არაფრის ფასად აპირებს აზერბაიჯანის მხარე გადასვლას და სომხეთთან თავისუფალ გადაადგილებას ითხოვს.

რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანის “წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებამ” განაცხადა, რომ მზადაა, საკუთარი თანამშრომლებისა და ვოლონტიორების მეშვეობით, ყარაბაღში სომეხ მოსახლეობას აღდამის გზით ჩაუტანოს ნებისმიერი სახის ჰუმანიტარული ტვირთი. სომხური მხარე აცხადებს, რომ ჰუმანიტარული კრიზისის აღმოსაფხვრელად ერთადერთი გამოსავალი ლაჩინის კოროდორის გახსნაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი