ახალი ამბებირეკლამა

არ გამოგრჩეს “ბექას სკოლის” ახალი კურსები 11 სექტემბრიდან

22 აგვისტო, 2023 •
არ გამოგრჩეს “ბექას სკოლის” ახალი კურსები 11 სექტემბრიდან

სექტემბერი ერთგვარად განახლების პერიოდია. ამ დროს ძალიან ბევრი ჩვენგანი ემზადება ახალი სასწავლო წლისთვის, გეგმავს რა კუთხით გაიღრმავოს ცოდნა ან შეიძინოს ახალი უნარები.

ალბათ ახალი ამბავი აღარაა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც ჩვენს დროში წარმატების, დასაქმების თუ ხარისხიანი განათლების აუცილებელი წინაპირობა გახდა, ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნაა.

კავკასიის ბარომეტრის მონაცემების თანახმად, ინგლისურის ცოდნა პირდაპირ კავშირშია დასაქმებასთან, გადახდისუნარიანობასთან, კომპიუტერულ უნარებთან და ინტერნეტის მოხმარებასთან, მაშინ, როცა ინტერნეტში რესურსების ნახევარზე მეტი ინგლისურ ენაზეა, ქართულად კი 0,02%-იც კი არ არის. ამასთან, რაც უფრო მაღალია ქვეყნის მოსახლეობის ინგლისური ენის ცოდნის დონე, მით უფრო მეტ ღირებულებას ქმნიან ადამიანები თითოეულ ნამუშევარ საათში და აქვთ მეტი შემოსავალი (www.ef.edu/epi).

ინგლისური ენის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოში უამრავი მცირე თუ საშუალო ზომის ენის ცენტრია. თუმცა, ალბათ დამეთანხმებით, რომ მათგან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული “ბექას სკოლაა”. სკოლა 2016 წლიდან ასწავლის ინგლისურ ენას ქართველებს, ამ დრომდე 10 000-ზე მეტი სტუდენტი ყავს გადამზადებული და 30-ზე მეტი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციასთან აქვს სწავლების გამოცდილება.

11 სექტემბრიდან “ბექას სკოლაში” ახალი ჯგუფების მიღება იწყება ყველა კურსზე, რომლებსაც ქართველი და უცხოელი (native speaker) მასწავლებლები გაუძღვებიან. კურსების ნაწილი ჩატარდება რეალურ სივრცეში – სკოლის ულამაზეს ისტორიულ შენობაში გალაკტიონ ტაბიძის 18 ნომერში, ხოლო ნაწილი – ონლაინ, რომელთაც თქვენი ადგილმდებარების მიუხედავად შეგიძლიათ შეუერთდეთ.

“ბექას სკოლას” ყველა საჭიროების მქონე ადამიანისთვის აქვს შესაბამისი კურსი – მათთვის, ვინც ჯერ მხოლოდ ანბანი იცის, ვისაც ინგლისურის სიღრმისეულად შესწავლა სურს და მათთვისაც, ვისაც მხოლოდ უცხო ენის კომპლექსის გადალახვა სჭირდება ინგლისურად სწრაფად ალაპარაკებისთვის.

ზოგადი ინგლისურის კურსი “ბექას სკოლის” ყველაზე სიღრმისეული კურსია, რომელიც თავისი შინაარსით და მიდგომებით სრულად არის მორგებული ქართველ სტუდენტზე. ამ კურსის გავლა ნებისმიერი ცოდნის დონის მქონდე ადამიანს შუეძლია, დამწყებიდან – უმაღლესი (Advance) დონის ჩათვლით. იგი ენის ყველა კომპონენტს მოიცავს (Speaking, Listening, Reading, Writing, Grammar, Vocabulary)  და თითოეული დონე უმოკლეს დროში – 4 თვეში იფარება.

ხშირად, სასაუბრო ინგლისური უფრო რთულად ვითარდება ენის სხვა კომპონენტებთან შედარებით. სწორედ ამისთვის “ბექას სკოლამ” წლების წინ ექსპრეს სასაუბრო ინგლისურის კურსი შექმნა, რომელიც 2 თვის განმავლობაში, ყოველდღიურ რეჟიმში უცხოელ მასწავლებელთან ინტენსიურ გაკვეთილებს მოიცავს და ემსახურება გონებაში არსებული პასიური ცოდნის გააქტიურებას, კომპლექსების მოხსნას და ინგლისურად ალაპარაკებას.
თუ აქამდე  “ბექას სკოლა” მხოლოდ ზრდასრულებს ასწავლიდა, 2023-2024 ახალი სასწავლო წლიდან უკვე მოზარდებისთვისაც შეამნეს ახალი კურსები და მთელი წლის განმავლობაში, 11-დან 17 წლამდე მოზარდებს საინტერესო და სახალისო პროგრამას ჰპირდება. 

შეგახსენებთ, რომ “ბექას სკოლის” კურსებზე მიღება უკვე დაწყებულია და თუ ინგლისურის შესწავლა წელს თქვენთვის პრიორიტეტია, აჯობებს იჩქაროთ რეგისტრაცია, რათა მოხვდეთ თქვენთვის შესაფერის ჯგუფში და აირჩიოთ თქვენთვის მოსახერხებელი გაკვეთილების დრო.

მასალების გადაბეჭდვის წესი