ახალი ამბები

პროკურატურამ დავით ბერიაშვილის დედა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნო – PHR

18 აგვისტო, 2023 •
პროკურატურამ დავით ბერიაშვილის დედა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნო – PHR

პროკურატურამ შოვის სტიქიისას დაღუპული დავით ბერიაშვილის დედა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნო.

ამის შესახებ ინფორამაციას ორგანიაზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) ავრცელებს, რომელიც დაზარალებულის უფლებამონაცვლის ინტერესებს იცავს.

„პროკურატურამ უარი თქვა PHR -ის მოთხოვნაზე, რომელიც შეეხებოდა სისხლის სამართლის საქმის პროკურატურისთვის გადაცემას, გამოძიების მიზნით. აღნიშნული გადაწყვეტილებით, პროკურატურამ დაადგინა, რომ დავით ბერიაშვლის გარდაცვალება დანაშაულის შედეგია“, – ნათქვამია PHR -ის განცხადებაში.

3 აგვისტოს, რაჭაში, შოვში მეწყერი ჩამოწვა, რასაც ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ დრომდე ნაპოვნია სტიქიის შედეგად დაღუპული 27 ადამიანის ცხედარი, მათ შორის ერთ-ერთი დავით ბერიაშვილია. 6 ადამიანის ძებნა კი გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი