უკრაინის ძალებმა დონეცკის ოლქში სოფელი უროჟაინე გაათავისუფლეს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა 16 აგვისტოს განაცხადა.
მისივე თქით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალები შეტევით ოპერაციას აგრძელებენ.
„უროჟაინე გათავისუფლდა. ჩვენი დამცველები ამაგრებენ ახლად დაკავებულ პოზიციებს“, – დაწერა ტელეგრამზე ანა მალიარმა.
სოფელი უროჟაინე მდებარეობს დონეცკის ოლქის კიდევ ერთი სოფელ სტარომაიორსკთან, რომელიც უკრაინის ძალებმა ივლისის ბოლოს გაათავისუფლეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი 15 აგვისტოს იტყობინებოდა უროჟაინეს მიმართულებით წინსვლაზე. მათივე ცნობით, იმავე დღეს რუსული ძალები წარუმატებლად ცდილობენ დაკარგული პოზიციების დაბრუნებას.
