ახალი ამბები

ვაკე-საბურთალოს გზაზე ქვათაცვენამ მანქანა დააზიანა

14 აგვისტო, 2023 • 2867
ვაკე-საბურთალოს გზაზე ქვათაცვენამ მანქანა დააზიანა

თბილისში, ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ ახალ გზაზე კლდიდან ქვები ჩამოცვივდა. ამის ამსახველი ფოტო მოქალაქემ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

თბილისის მერიის ცნობით, ქვათაცვენის შედეგად დაზიანდა ერთი ავტომანქანა, დაშავებული არავინაა.

ქეთი როსტომაშვილი, რომელმაც სოციალურ ქსელში გაავრცელა ფოტოები, ამბობს, რომ შემთხვევა დღეს, 14 აგვისტოს, 15 საათისთვის მოხდა.

თბილისის მერიის ცნობით, მომხდარის შესახებ ინფორმირებული არიან და ფერდის გამაგრების სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება.


გარეკანის ფოტო: ქეთი როსტომაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი