ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“საქართველოს ხელისუფლებამ დიპლომატიას ტანკები არჩია” – ბჟანია აფხაზეთის ომზე

14 აგვისტო, 2023 • 1922
“საქართველოს ხელისუფლებამ დიპლომატიას ტანკები არჩია” – ბჟანია აფხაზეთის ომზე

აფხაზეთის ომის დაწყების 31-ე წლისთავს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია განცხადებით გამოეხმაურა:

“აფხაზეთის სამამულო ომიდან 31 წელი გავიდა. მტერი ჩვენს მშვდობიან ქვეყანაში შემოიჭრა და გარშემო ქაოსი და ნგრევა დათესა. მაშინდელმა საქართველოს ხელისუფლებამ დიპლომატიას ტანკებისა და ტყვიების ზუზუნი არჩია. მშვიდობიანი მოსახლეობის ნაციონალური ნიშნით მკვლელობებმა და მოროდიორობამ,  საზოგადოებრივი ქონების ბარბაროსულმა ძარცვამ მთელი აფხაზეთი მოიცვა. აფხაზების სამართლიანობის მხარეს დადგნენ რუსები, სომხები, ბერძნები, ქართველები და ა.შ. ასევე მოხალისეები რუსეთის სამხრეთიდან, დნესტრისპირეთიდან და მთიანი ყარაბაღიდან ,და აგრესორი გააქციეს”,-აცხდებს ბჟანია.

14 აგვისტოს აფხაზეთის ომის დაწყებიდან 31 წელი გავიდა.

ომი აფხაზეთში, რომელიც 1992-1993 წლებში, 13 თვეს გაგრძელდა,  საქართველოს სამთავრობო ჯარებს, რუსულ სამხედრო შენაერთებსა და სეპარატისტულად განწყობილ ეთნიკურ აფხაზთა ერთ ნაწილს შორის მიმდინარეობდა.

სხვადასხვა მხარის ოფიციალური მონაცემებით, კონფლიქტის შედეგად დაიღუპა 10 ათასზე მეტი მშვიდობიანი ქართველი და 4 ათასი აფხაზი. ასევე, 2 ათასი მოხალისე მებრძოლი ჩრდილოეთ კავკასიიდან. 300 ათასზე მეტი ადამიანი კი დევნილად იქცა.

ამავე თემაზე:

რატომ დაიწყო ომი აფხაზეთში?

 

მასალების გადაბეჭდვის წესი