ახალი ამბები

შოვში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს — დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა

11 აგვისტო, 2023 •
შოვში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს — დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა

შოვში, სტიქიის ზონაში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ მიაწოდა.

ქარსელაძის თქმით, 11 აგვისტოს დღის განმავლობაში მაშველებმა სამი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამ დროის მონაცემებით, სტიქიას შოვში 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 9 ადამიანს კი ამ დრომდე ეძებენ:

„დღეს აღმოჩენილი არის სამი ცხედარი და სხეულის ერთი ფრაგმენტი. დილით ერთი გარდაცვლილის შესახებ გითხარით და კიდევ დაემატა ორი ცხედარი. გრძელდება ძებნა-შველის ღონისძიებები. 10 მდებარეობაზე ხორციელდება აღნიშნული ოპერაცია, სადაც ტექნიკა არის ჩართული. მობილიზებულია 103 ერთეული მძიმე ტექნიკა“ ,— განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

3 აგვისტოს, რაჭაში, შოვში მეწყერი ჩამოწვა. სტიქიის ზონაში მეექვსე დღეა, სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ დროისთვის ცნობილია 22 დაღუპულის შესახებ, 11 ადამიანის ძებნა კი ამ დრომდე გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი