აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი სამძიმარს უცხადებს შოვში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაზარალებულებს.
„აშშ სამძიმარს უცხადებს საქართველოში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად დაზარალებულებს. გვერდში ვუდგავართ მეგობარ საქართველოს და დიდად ვაფასებთ მაშველებისა და სხვა პირების გასაოცარ ძალისხმევას, რომლებიც ძალ-ღონეს არ ზოგავენ სიცოცხლეების გადასარჩენად და დაშავებულთა დასახმარებლად“, – წერს იგი „ტვიტერში“.
3 აგვისტოს, რაჭაში, შოვში მეწყერი ჩამოწვა. სტიქიის ზონაში მეექვსე დღეა სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ დროისთვის ცნობილია 19 გარდაცვლილის შესახებ, კვლავ მიმდინარეობს მოქალაქეთა სამძებრო სამუშაოებიც.
თუ გაქვთ ინფორმაცია დაღუპულების ან დაკარგულების შესახებ, გთხოვთ, მოგვწერეთ ნეტგაზეთის ფეისბუკის გვერდზე, ან ელექტრონულ მისამართზე: netgazeti.ge@gmail.com
