უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თვითერით ეხმაურება აგვისტოს ომის 15 წლისთავს და ქართველ ხალხს სოლიდარობას უცხადებს:

“საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის შეიარაღებული აგრესიის დაწყებიდან 15 წლისთავზე სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს და გამოვხატავთ  მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. 

უკრაინის და ქართული მიწების სრული დეოკუპაცია, რუსი დამპყრობლების დასჯა და მათ მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოუტანს  მშვიდობასა და სტაბილურობას ევროპას და მსოფლიოს”, – წერს ზელენსკი.