ახალი ამბები

უკრაინაში რუსეთის პატრიარქის ვიზიტს აპროტესტებენ

27 ივლისი, 2010 • 1717
უკრაინაში რუსეთის პატრიარქის ვიზიტს აპროტესტებენ

საინფორმაციო სააგენტო რია ნოვოსტის მიხედვით, უკრაინის 30-მდე მოქალაქე უკრაინაში რუსეთის პატრიარქის, კირილის ვიზიტს საპროტესტო აქციით შეხვდა.

რუსეთის პატრიარქი უკრაინას გუშინ რვადღიანი ვიზიტით ესტუმრა. აქციის მოქალაქეების თქმით, რუსეთის პატრიარქის უკრაინაში ჩასვლის მიზეზი უკრაინის სუვერენიტეტისთვის საფრთხის შექმნაა. რუსეთის პატრიარქის უკრაინაში ჩასვლამდე, უკრაინულ და რუსულ პრესაში კიევისა და მოსკოვის საპატრიარქოების შესაძლო გაერთიანებაზე საუბრობდნენ. 

ევროპის მოედანზე, უკრაინის სახლის წინ, სადაც გუშინ რუსეთის პატრიარქმა ლოცვა აღავლინა, აქციის მონაწილეებმა უკრაინის დროშები და  ნაციონალური სიმბოლიკით გაფორმებული პლაკატები გამოიტანეს. აქციის ფარგლებში თეატრალური წარმოდგენებიც გაიმართა.

უკრაინის შინაგან საქამეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მიტინგის მონაწილეები დააკავეს და სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს, თუმცა მონაწილეები აქციებს დღესაც აგრძელებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი