ახალი ამბები

კალაძემ „იმედს“ უფლება მისცა, შოვიდან მისი ოჯახის გამოსვლის კადრები მოეპოვებინა

7 აგვისტო, 2023 • 20187
კალაძემ „იმედს“ უფლება მისცა, შოვიდან მისი ოჯახის გამოსვლის კადრები მოეპოვებინა

თბილისის მერი კახა კალაძე კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ინფორმაციას, თითქოს მისმა ოჯახმა სტიქიის დღეს შოვი ვერტმფრენით დატოვა.

მანამდე კალაძემ თქვა, რომ მისი სამი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი 2 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ისვენებდა შოვში, თუმცა სტი­ქი­ამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე კალაძის კუთ­ვნი­ლი მან­ქა­ნე­ბით და­ტო­ვეს სასტუმრო „სანსეტ შოვი“. ამ ინფორმაციას ადასტურებს თავად სასტუმროც.

„მინდა, შევეხო ერთ ჭორს, არასწორ ინფორმაციას, რომელიც ჩემთან და ჩემს ოჯახთან მიმართებაში იქნა გავრცელებული მიზანმიმართულად, თითქოს მე გამოვიყენე სახელმწიფო ვერტმფრენი ჩემი შვილების სტიქიის ზონიდან გამოსაყვანად. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. ამასთან დაკავშირებით გავაკეთე განმარტებები, საზოგადოებას ვუთხარი სიმართლე. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვის რა პოლიტიკური შეხედულება აქვს, მაგრამ ძალიან მძიმეა, როდესაც ამ ყველაფერს აკეთებთ მიზანმიმართულად და გაქვთ მცდელობა, „გამაშავოთ“ პირადად მე“, — განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, რამდენიმე დღის წინ მას მიმართა ტელეკომპანია „იმედმა“, მიეცა უფლება, მოეპოვებინათ სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რომელიც სასტუმრო „შოვიდან“ მისი მცირეწლოვანი შვილების გამოსვლას ასახავს, რაზეც თანხმობა განაცხადა.

ამასთან, კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ეს ცილისწამება დაგმო.

ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა ჩანაწერი, რომელის მიხედვითაც კალაძის ოჯახი სასტუმრო „სანსეტ შოვს“   3 აგვისტოს, 14:10  საათზე ავტომანქანებით ტოვებს.

ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც სტიქიის ზონაში ეძებდა თავისი ოჯახის წევრებს, განაცხადა, რომ პირველ რიგში სასტუმროდან ვერტმფრენით მოხდა კალაძის ოჯახის ევაკუირება, რასაც მოჰყვა დისკუსია საზოგადოებაში და თბილისის მერის  ეს კომენტარი.

 

„კალაძის ოჯახმა სასტუმრო სტიქიამდე რამდენიმე საათით ადრე დატოვა“

მასალების გადაბეჭდვის წესი