ახალი ამბები

შოვში სტიქიის ზონაში ნაპოვნი 15 ცხედრიდან 7 ამოცნობილია – საგანგებო

5 აგვისტო, 2023 • 3045
შოვში სტიქიის ზონაში ნაპოვნი 15 ცხედრიდან 7 ამოცნობილია – საგანგებო

შოვში სტიქიის ზონაში ნაპოვნი 15 ცხედრიდან ამ დროისთვის 7 ამოცნობილია. ამის შესახებ ნეტგაზეთს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

არსებული ინფორმაციით, იდენტიფიცირებულთა შორისაა: გიორგი გოგინაშვილის, უკრაინის მოქალაქის ალინა პოლიკოვსკასიას და  რუსეთის მოქალაქე ქსენია ტრიჩევას ცხედრები.

როგორც მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ,  ვინაიდან ცხედრები დაზიანებულია, მათ ამოსაცნობად აღებული იქნება დნმ-ის ანალიზიც.

დღეს, 5 აგვისტოს, დილიდან შოვში სტიქიის ზონაში 4 ცხედარი იპოვეს. ამ დროისთვის შოვში სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 15-ს აღწევს.

როგორც ნეტგაზეთს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის სტიქიის ზონაში 20 ადამიანს ეძებენ.


რაჭაში, შოვში, სტიქიის ზონაში, მესამე დღეა, სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. 3 აგვისტოს, შოვში მეწყერის ჩამოწოლას მოჰყვა მსხვერპლი და ამ დრომდე ეძებენ სტიქიის ზონაში მოყოლილ ადამიანებს.

თვალი მიადევნეთ მოვლენების განვითარებას სტიქიის ზონიდან. ნეტგაზეთი ამ სტატიაში სიახლეებს პერიდოულად განაახლებს.

რა ვიცით სტიქიაზე შოვში [განახლებადი]

მასალების გადაბეჭდვის წესი