შოვში სტიქიის ზონაში ნაპოვნის 11 ცხედარიდან ნაწილი ამოცნობილია. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლერი ბარნაბიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ვინაიდან ცხედრები დაზიანებულია, მათ ამოსაცნობად აღებული იქნება დნმ-ის ანალიზიც.
მძიმე ტექნიკა მუშაობს სამაშველო სამსახურის ქვეითებთან ერთად, ვინაიდან, ჩვენ სამძებრო სამუშაოებს ვახორციელებთ იმ დათქმით, რომ უნდა ვიპოვოთ ცოცხალი ადამიანები და სამწუხაროდ, შესაძლოა, იყოს გვამებიც. ამიტომ სამუშაოები მიმდინარეობს ფრთხილად, ცოცხალი ძალის თანდასწრებით მძიმე ტექნიკასთან ერთად.
რაც შეეხება გუშინდელ მიცვალებულებს, 11-დან ამ ეტაპზე, როგორც ვიცი, ამოცნობილია 6 პიროვნება. ისინი იმყოფებიან პროზექტურაში და მიმდინარეობს ასევე დამატებითი სამუშაოები დანარჩენების ამოსაცნობად“, – განაცხადა ლერი ბარნაბიშვილმა.
რაჭაში, შოვში, სტიქიის ზონაში, მესამე დღეა, სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. 3 აგვისტოს, შოვში მეწყერის ჩამოწოლას მოჰყვა მსხვერპლი და ამ დრომდე ეძებენ სტიქიის ზონაში მოყოლილ ადამიანებს.
თვალი მიადევნეთ მოვლენების განვითარებას სტიქიის ზონიდან. ნეტგაზეთი ამ სტატიაში სიახლეებს პერიდოულად განაახლებს.








