ახალი ამბები

ხერსონის დაბომბვის შედეგად ექიმი დაიღუპა, მედდა დაიჭრა

1 აგვისტო, 2023 •
ხერსონის დაბომბვის შედეგად ექიმი დაიღუპა, მედდა დაიჭრა

რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ხერსონის დაბომბვის შედეგად საავადმყოფოს შენობა დაზიანდა — ერთი ექიმი დაიღუპა, მედდა დაიჭრა.

ინფორმაციას ამის შესახებ ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი რომან მროჩკო და ხერსონის საოლქო პროკურატურა ავრცელებენ.

„დარტყმა მოხდა ჯანდაცვის ერთ-ერთ დაწესებულებაზე, რის შედეგადაც გარდაიცვალა ახალგაზრდა ექიმი, რომელიც რამდენიმე დღეა ოფისში მუშაობდა. ასევე, დაჭრეს ექთანი, რომლის სიცოცხლისთვის  ახლა ჩვენი ექიმები იბრძვიან“, — თქვა მროჩკომ.

ფოტო: ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ტელეგრამ არხიდან

გამოძიების ინფორმაციით, ხერსონის დაბომბვის მსხვერპლთა რაოდენობა ზუსტდება. დაზიანებულია საავადმყოფოს შენობა და მანქანები.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი