ახალი ამბები

დეგნანის პოზიცია საქართველო-ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორობაზე

31 ივლისი, 2023 •
დეგნანის პოზიცია საქართველო-ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორობაზე

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ეხმაურება საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებას.

მისი თქმით, საქართველოს ასარჩევია, ვინ იქნებიან მისი პარტნიორები, ხოლო აშშ კვლავაც დარჩება საქართველოს მხარდამჭერად.

„მთავრობის არჩევანია, რა სახის ურთიერთობა სურს ჩინეთთან. ბევრი ქვეყანა,- ხედავს რა, რომ ის არაა სარგებლის მომტანი, -ზურგს აქცევს [ჩინეთის] „ერთი სარტყლის ინიციატივას“. ასე რომ, თუ საქართველოს გადაწყვეტს ამ ინიციატივაში ჩართვას, იმედი მაქვს, კარგი შედეგები იქნება. ისე ჩანს, რომ ეს იყო საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ვიზიტი. საქართველოს ასარჩევია, ვინ იქნებიან მისი პარტნიორები. აშშ დარჩება საქართველოს მხარდამჭერად, როგორც ბოლო 30 წლის განმავლობაში. ვფიქრობ, როცა აშშ-საქართველოს პარტნიორობაზე ვსაუბრობთ, ძალიან კარგი ისტორია გვაქვს“, – უთხრა დიპლომატმა ჟურნალისტებს.

სტრატეგიული პარტნიორება ჩინეთთან

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტისას ცნობილი გახდა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა მყარდება. სი ძინპინის ეს განცხადება საქართველოში ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რამეთუ არც ჩინეთის პრეზიდენტთან შეხვედრა ყოფილა დაანონსებული და არც თბილისის განზრახვა, პეკინთან ურთიერთობის სტრატეგიულ პარტნიორობამდე აემაღლებინა.

ამ საკითხზე გირჩევთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი