ახალი ამბები

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე ორი ბოთლი ვისკის მოპარვის ბრალდებით დააკავეს

27 ივლისი, 2023 • 1179
პოლონეთში საქართველოს მოქალაქე ორი ბოთლი ვისკის მოპარვის ბრალდებით დააკავეს

პოლონეთში საქართველოს 32 წლის მოქალაქე დააკავეს – მას ბრალად ედება მაღაზიიდან ორი ბოთლი ვისკის მოპარვა და დაცვის ცემა.

პოლონური მედიის ცნობით, დაცვის თანამშრომელმა შეამჩნია ძარცვის მცდელობა, თუმცა დაკავებულმა მას სახეში დაარტყა, წაქცევის შემდეგ კი რამდენჯერმე ჩაარტყა ფეხი.

სამართალდამცავებმა ბრალდებული მეორე დღეს დააკავეს. აღკვეთის ღონისძიების სახით მას სამთვიანი პატიმრობა მიესაჯა.

მასალების გადაბეჭდვის წესი