ახალი ამბები

27 ივლისს დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 39 გრადუსამდე მოიმატებს

25 ივლისი, 2023 • 2078
27 ივლისს დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 39 გრადუსამდე მოიმატებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 26 ივლისამდე საქართველოში დროგამოშვებით იწვიმებს ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში კი ზოგან შესაძლებელია სეტყვა.

სააგენტოს ცნობით, 26-27 ივლისს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურამ კი 27 ივლისს შესაძლოა +37, +39 გრადუსს მიაღწიოს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს თქმით, 28 ივლისს ისევ გაწვიმდება და აგრილდება. აღმოსავლეთ საქართველოში 29 ივლისამდე ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა კი +30, + 35 გრადუსი იქნება.

ამასთან, სააგენტოს ცნობით, ქ. თბილისში 25-26 ივლისს ხანმოკლე წვიმა ელჭექით არის მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება. 28 ივლისს ცხელი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი