ახალი ამბები

პოლონეთში საქართველოს მოქალაქეს ორი ადგილობრივის დაჭრაში ადანაშაულებენ

24 ივლისი, 2023 • 1373
პოლონეთში საქართველოს მოქალაქეს ორი ადგილობრივის დაჭრაში ადანაშაულებენ

პოლონეთის პოლიციის ცნობით, ქალაქ ჟირარდოვში საქართველოს 25 წლის მოქალაქემ ორი ადგილობრივი დაჭრა.

სამართალდამცავების ცნობით, შემთხვევა 16 ივლისის მოხდა. განცხადებაში არაა ნათქვამი, პოლიციას რა ვერსია აქვს ბრალდებულის მოტივებზე.

დანაშაულის ადგილზე მისულმა პოლიციელებმა იგი ადგილზე ვერ ნახეს, თუმცა მოგვიანებით დააკავეს. მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით მას სამთვიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ბრალდებულს ჯანმრთელობისთვის მძიმე ზიანის მიყენებას ედავებიან. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში მას, სულ მცირე, სამწლიანი პატიმრობა ემუქრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი