ახალი ამბები

მნიშვნელოვანია სამუშაოს გაგრძელება და დაჩქარება გაფართოების ანგარიშამდე – ვარჰეი

19 ივლისი, 2023 • 1805
მნიშვნელოვანია სამუშაოს გაგრძელება და დაჩქარება გაფართოების ანგარიშამდე – ვარჰეი

ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ოლივერ ვარჰეი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს შეხვდა.

შეხვედრას ვარჰეი Twitte-ზე ეხმაურება.

„განვიხილეთ საქართველოს პროგრესი ევროკავშირის გზაზე. მინისტრმა დარჩიაშვილმა დამარწმუნა, რომ 12 პრიორიტეტის მიმართულებით კარგი პროგრესია. მნიშვნელოვანია ამ სამუშაოს გაგრძელება და დაჩქარება 2023 წლის გაფართოების ანგარიშამდე“, — წერს ვარჰეი.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილის სამუშაო ვიზიტი ბრიუსელში 18-19 ივლისს გაიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი