ახალი ამბები

დაკარგული ახალგაზრდის ცხედარი თბილისის ზღვაში იპოვეს

19 ივლისი, 2023 • 2048
დაკარგული ახალგაზრდის ცხედარი თბილისის ზღვაში იპოვეს

ლუკა ლაცაბიძის ცხედარი, რომელსაც პოლიცია სამი დღის განმავლობაში ეძებდა, თბილისის ზღვაში იპოვეს. მისი ცხედარი მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა ამოიცნეს.

მაშველებმა სამძებრო სამუშაოების შედეგად თბილისის ზღვაში გუშინ, 18 ივლისს ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ერთ-ერთი მათგანი სწორედ 22 წლის ლუკა ლაცაბიძეა.

ლუკა ლაცაბიძეს თბილისის ზღვის მიმდებარედ სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ მას შემდეგ, რაც მისი პირადი ნივთები ზღვასთან ახლოს ნახეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი