რუსეთში, კრასნოდარის მხარეში, თვითმფრინავი Су-25 ჩამოვარდა.

თვითფრინავი ჩავარდა აზოვის ზღვის აკვატორიაში. შემთხვევის შედეგად არაფერი დაზიანებულა და არავინ დაშავებულა.

ხომალდის პილოტმა კატაპულტირება მოასწრო. იგი მალევე მაშველებმა იპოვეს.

წინასწარი ინფორმაციით, თვითმფრინავის ჩამოვარდნა ძრავის წყობიდან გამოსვლამ გამოიწვია.