ახალი ამბები

თბილისში უკვე ორი დღეა, დაკარგულ ახალგაზრდას ეძებენ

17 ივლისი, 2023 •
თბილისში უკვე ორი დღეა, დაკარგულ ახალგაზრდას ეძებენ

ახლობლების ცნობით, ორი დღეა ვერ პოულობენ ლუკა ლაცაბიძეს.

მათი თქმით, სამართალდამცავებმა თბილისის ზღვასთან აღმოაჩინეს მისი კუთვნილი ტელეფონი და ზურგჩანთა. ეს „ნეტგაზეთს“ დაუდასტურეს საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურშიც.

უწყების ცნობითვე, მიმდინარეობს ახალგაზრდას ძებნა.

თუ მის შესახებ რამე ინფორმაციას ფლობთ, დაუკავშირდით ან 112-ს, ან მის ახლობლებს – 577015945.

მასალების გადაბეჭდვის წესი