ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანის ულტიმატუმი “წითელ ჯვარს”

14 ივლისი, 2023 • 3206
აზერბაიჯანის ულტიმატუმი “წითელ ჯვარს”

“აზერბაიჯანის ხელისუფლება მზადაა,  წითელი ჯვრის მანქანები “ლაჩინის” გამშვები პუნქტით იმ პირობით გაატაროს, თუ ის არ დაუშვებს კონტრაბანდული საქონლის გატარებას. წითელი ჯვრის მანქანებით კი მხოლოდ პაციენტების გადაყვანა უნდა მოხდეს”,- ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა წითელი ჯვრის წარმომადგენლობასთან შეხვედრაზე განაცხადა.

აზერბაიჯანმა წითელი ჯვარი 11 ივლისს არადეკლარირებული საქონლის გატარების მცდელობაში დაადანაშაულა.

წითელი ჯვრის ინფორმაციით კი, ორგანიზაციის ავლით, კონტრაქტით აყვანილმა მძღოლებმა წითელი ჯვრის ავტომობილებით საქონლის გატანა სცადეს, თუმცა ამჟამად მათთან თანამშრომლობა შეწყვეტილია.

რაც შეეხება საყოფაცხოვრებო პროდუქციას სომეხი მოსახლეობისთვის ყარაბაღში, აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, რომ მათ შეუძლიათ გამოიყენონ მარშრუტი აღდამი-ჰანქენდი.

აზერბაიჯანმა სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის დამაკავშირებელი ლაჩინის კორიდორი 2022 წლის დეკემბერს ჩაკეტა. გზის ჩაკეტვის გამო ყარაბაღში ჰუმანიტარული კრიზისია. ადგილობრივები ამბობენ, რომ პოლიტიკური, სოციალური და ეკოლოგიური პრობლემების პირობებში ყარაბაღში დიდხანს ცხოვრებას ვერ შეძლებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი